უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

საზოგადოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი. მანამდე კი თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში ექცევა.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვისკენ და მისალოცი განცხადებების გავრცელებისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდი კი საკითხის სენსიტიურობაზე აკეთებს აქცენტს და ჯერ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება. მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა ნოემბერში აღიარა, ამ ნაბიჯს წინ რუსეთის პატრიარქის მუქარისშემცველი გზავნილები უძღოდა, რაც საბოლოოდ მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდა.

 

 

დატოვე კომენტარი