კიევის პატრიარქზე თავდასხმა სცადეს

კიევის პატრიარქზე თავდასხმა სცადეს. უკრაინის საპატრიარქოს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, 25 მაისს ფილარეტზე თავდასხმას ყოფილი ეპისკოპოსი სევასტიან ვოზნიაკი გეგმავდა, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

როგორც ირკვევა, სევასტიან ვოზნიაკი, საღამოს ვაჟიშვილთან ერთად, პატრიარქის რეზიდენციაში საერო სამოსში ჩაცმული მივიდა და პატრიარქთან დაახლოებულ ერთ-ერთ ადამიანს მომწამვლელი აირი მიასხურა, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა.

სინოდი ასკვნის, რომ სევასტიან ვოზნიაკი სინამდვილეში პატრიარქ ფილარეტის მოწამვლას გეგმავდა. ბრალდებული ვოზნიაკი ეპისკოპოსობიდან, მისივე თხოვნის საფუძველზე, 2008 წელს გაათავისუფლეს.