თავდაცვის მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო.
უკრაინა დამოუკიდებლობის 27-ე წლისთავს აღნიშნავს. ლევან იზორიამ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა.
აღლუმში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს. ეროვნული გვარდიის მედროშეებმა კიევის ცენტრალურ გამზირზე საქართველოს სახელმწიფო დროშით ჩაიარეს.