„უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექ-ინდუსტრიაში” – ამ სახელწოდებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს. აღნიშნული მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი ქალების სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიური განათლების გაზიარებასა და პრაქტიკული ჩვევების გაძლიერებას.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ციფრული წიგნიერებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას. პროექტში მონაწილეობისთვის 55 უკრაინელი ლტოლვილი ქალი სააპლიკაციო წესით შეირჩა. სწავლა ივლისის ბოლოს დაიწყება და 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება.