უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი მეომრები ავრცელებენ. დაღუპული სოსო გუგუტაშვილია. ის ავდეევკაში დაიღუპა. სოსო გუგუტაშვილი ქვედანაყოფ „შავ არწივში“ იბრძოდა. ქართველი მებრძოლის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუგუტაშვილი წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარიდანაა.