უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, – არკადი კასრაძეს და ზაზა ბიწაძეს უკანასკნელ გზაზე დღეს გააცილებენ, ალიკა ცაავას კი შაბათს დაკრძალავენ. სამივე ქართველი ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. ცაავა და ბიწაძე იმ დროს მოკლეს, როდესაც ისინი ბრძოლის ველიდან არკადი კასრაძის ცხედრის გამოტანას ცდილობდნენ, ქართველი მებრძოლების მანქანა რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს. ორთვიანი ომის განმავლობაში, უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. რვა მათგანი სამშობლოში უკვე ჩამოასვენეს. ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. ის საოკუპაციო ძალების ალყაში მყოფ მარიუპოლშია დაკრძალული.