უკრაინაში დაღუპული მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი მშობლიურ სოფელ ბებნისში გადაასვენეს. მას სამშაბათს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან, ვახტანგ ბარაბაძესთან ერთად, საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.