ოპოზიციური პარტიების ბრალდება

„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ ბრალდებას უყენებს ხელისუფლებას.

ნიკა მელიას განცხადებით, „ქართლი ოცნება“ ქართველი მებრძოლების პირად მონაცემებს ოკუპანტ რუსეთს გადასცემს. მისი მტკიცებით, ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლებზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.

საკითხს დღეს გამოეხმაურა ელენე ხოშტარია და ქართველი სპეცსამსახურები რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

საკითხს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიაც.