უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია უკრაინაში საქართველოს ელჩმა დაადასტურა. როგორც ცნობილია, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, „დიდება გმირებს“ – წერია „ქართული ლეგიონის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.