უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მიხეილ ყაფლანიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ლუგანსკში იბრძოდა. რუსულ აგრესიას ემსხვერპლა კიდევ ერთი ქართველი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი.
დაღუპულებს უახლოეს დღეებში სამშობლოში გადმოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. როგორც საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა განუმარტა, გადმოსვენებისთვის აუცილებელი პროცედურები უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.