უკრაინაში საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული არკადი კასრაძე სამშობლოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მშობლიურ სოფელში, ერგნეთის სასაფლაოზე დაკრძალეს. ქართველი მებრძოლი უკანასკნელ გზაზე სამხედრო პატივით გააცილეს. არკადი კასრაძე 16 აპრილს ლუგანსკის ოლქში დაიღუპა.