უკრაინაში დაღუპული ზაზა ბიწაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

15:28, 26.04.2022

უკრაინაში რუსულ საოკუპაციო ძალებთან ომში დაღუპული 51 წლის ზაზა ბიწაძე რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე, მებრძოლის ხსოვნას სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგეს რუსთავის სიონის ტაძარში. ბიწაძე უკვე მეორე რუსთაველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა. საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას 9 აპრილს ემსხვერპლა დავით მენაბდიშვილი.

მსგავსი