უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დაკრძალვა

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ალიკა ცაავას ზუგდიდში, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ის აფხაზეთიდან დევნილი და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო, მისი მამა კი აფხაზეთის ომში დაიღუპა.

ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე ლუგანსკის ოლქში, რუბეჟნოესთან 16 აპრილს დაიღუპნენ, როდესაც ქალაქში ცოტა ხნით ადრე დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოსაყვანად მიდიოდნენ. დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაშიც გაიმართა. ალიკა ცაავას, ისევე როგორც უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.