უკრაინაში დაღუპული არკადი კასრაძე მშობლიურ ერგნეთში გადაასვენეს

მშობლიურ სოფელში, ერგნეთშია გადასვენებული არკადი კასრაძე. ახლობლები, მეგობრები და თანასოფლელები მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. არკადი კასრაძის ცხედარი შაბათს გამთენიისას, ვარშავის რეისით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულ მებრძოლს ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის დროშებითa და სანთლებით დახვდნენ. ქართველ მებრძოლს სამშაბათს, ერგნეთის საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.