უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა „აზოვსტალში“. 27 წლის ტატო ბიგვავა რუსი ოკუპანტების მხრიდან საჰაერო ავიაიერიშებს ემსხვერპლა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს. ტატო ბიგვავა წარმოშობით ზუგდიდიდან იყო, თუმცა ბოლო წლებში ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა და ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობა. ბოლო მონაცემებით, საომარ მოქმედებებს უკვე 10 ქართველი შეეწირა. მანამდე, „აზოვსტალში“ დაიღუპა ბახვა ჩიქობავაც, რომლის ცხედრის საქართველოში ჩამოსვენება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.