უკრაინაში დაღუპული არკადი კასრაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული არკადი კასრაძე სამშობლოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მშობლიურ სოფელში, ერგნეთის სასაფლაოზე დაკრძალეს. ქართველი მებრძოლი უკანასკნელ გზაზე სამხედრო პატივით გააცილეს. არკადი კასრაძე 16 აპრილს ლუგანსკის ოლქში დაიღუპა.