უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ალუდა ზვიადაური გომბორში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 42 წლის ზვიადაური 18 ივნისს, სევეროდონეცკში, ფრონტის ხაზზე ოკუპანტის ტყვიას იმ დროს ემსხვერპლა, როცა დაჭრილების დახმარებას ცდილობდა. ის მე-16 ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა.