უკრაინაში დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს საქართველოში დღეს ღამით ჩამოასვენებენ. ლუგანსკის რეგიონის ქალაქ რუბეჟნოეში არკადი კასრაძე შეტაკებების დროს დაიღუპა, მოგვიანებით, იმავე დღეს – კიდევ ორი ქართველი მებრძოლი – ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპნენ, რომლებიც თანამებრძოლის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ. დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაში უკვე გაიმართა. საქართველოში გადმოსვენების შემდეგ კი, მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ დრომდე, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.