თოვლმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა – დასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა. თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე დაყრილია ტექნიკური მარილი. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებსა და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, აქტიურად თანამშრომლობენ საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან.
საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლია დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს. ოფიციალური ინფორმაცით, მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1 000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. თბილისის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მათ არ აქვთ ზამთრის საბურავები.