დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გაათავისუფლეს

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე მისი სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავს.

დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მხარდასაჭერად დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ შენობასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ისინი ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და ბაღდავაძის გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წამოღებას აპირებდნენ, თუმცა მათ დაცვის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოყვა. „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ბაღდავაძე სამსახურიდან დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.