„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ხელფასების ზრდას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან სურთ შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმუქრებიან, რომ მუშაობას არ განაახლებენ.

გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, კომპანიასთან ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა და შეხვედრისას ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესახებ ისაუბრეს, თუმცა ხელფასების ზრდაზე შეთანხმება ვერ შედგა.