ქობულეთში დილიდან უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა უწყებებთან ერთად, ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები. შემთხვევის ადგილებზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.