ჩაკეტილი სოფლები, თვეობით უნახავი ახლობლები, პროდუქტისა და მედიკამენტების დეფიციტი, – თითქმის სამ წლიანი პაუზის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა. მანამდე დე ფაქტო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით მოქალაქეები თავისუფლად მიმოსვლას ვერ ახერხებდნენ, რამაც ისედაც რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა, რეგიონში კიდევ უფრო დაამძიმა. ე.წ. გადასასვლელები დღეს დილიდან გაიხსნა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით, საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მოსახლეობას ყოველი თვის 20 -დან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით ექნება. ეს რეჟიმი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ანა ნოდია ჩავიდა დღეს საოკუპაციო ხაზთან და პირველ მგზავრებსაც ესაუბრა.