რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. 18-19 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებშიც, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
მიმდინარე პროცესზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საოკუპაციო ძალას აკისრებს. ნინო ფისაძე იმყოფება სოფელ ხურვალეთში.