რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

მოკლული თამაზ გინტური საკუთრ საცხოვრებელ სახლში მიასვენეს. ოჯახის წევრები სამძიმარს დილიდან იღებენ. ადგილზე მიდიან თამაზ გინტურის მეგობრები, ოჯახის ახლობლები და თანასოფლელები. ჭირისუფალს ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების წევრებმა და პოლიტიკოსებმა. სოფელ კირბალში ჩასული იყო საქართველოს პრეზიდენტიც.

რა დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი გუშინ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, როდესაც რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს თამაზ გინტურს და რა ვითარებაა სოფელ კირბალში – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.