საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი სამიზნე. გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს საკუთარი მიწის ნაკვეთების და სახლების დაკარგვის შიში აქვთ. საფრთხე 7 აგვისტოს შემდეგ გაჩნდა. სწორედ ამ დღეს ჩავიდნენ ოკუპირებული დისევის მოსაზღვრე სოფელში რუსი სამხედროები, რომლებმაც ახალი მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაიწყეს.
სოფლის განაპირას რკინის ბოძები უკვე დამონტაჟებულია. თუ უკანონო სამუშაოები გაგრძელდება, რამდენიმე ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდება. ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას განაგრძობს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში 7 აგვისტოს შემდეგ აღარ გამოჩენილან.