ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე. პროცესი რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი.
პროექტი მოიცავს ციტადელის მიწისგან გაწმენდის სამუშაოებს, მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობას. არქიტექტურული სეგმენტების გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, ციხე-ქალაქის ციტადელზე სტუმრებისთვის დამონტაჟდება მოაჯირები და გადასახედები.
ისტორიული ცნობების მიხედვით, უჯარმა, რომელიც მესამე-მეოთხე საუკუნეების მიჯნაზე აშენდა, ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ვახტანგ გორგასალს უკავშირდება.