ხელვაჩაურში ხუთი სოფელი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
სამი წელია, გაზის გამანაწილებელი ქსელები მოწყობილია, თუმცა დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო იგი უფუნქციოა. მოსახლეობა ინტერესდება, თუ რატომ არ უშვებენ მზა ქსელში ბუნებრივ აირს. ეკონომიკის სამინისტრო კი მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლა. უწყებაში განმარტავენ, რომ გაზის ტრანსპორტირების სააგენტოს მიერ აგებული ქსელი სადისტრიბუციო კომპანიას უნდა გადაეცეს და შემდეგ დაიწყება აბონენტების მიერთების პროცესიც, თუმცა როდიდან – ეს ჯერჯერობით უცნობია.