უფუნქციოდ დარჩენილი გამორჩეული არქიტექტურის შენობა წყალტუბოში

ამ დრომდე უფუნქციოდ არის დარჩენილი კურორტ წყალტუბოს რკინიგზის სადგურის ყოფილი შენობა.

გამორჩეული არქიტექტურის მქონე ნაგებობას სრული რეაბილიტაცია 2013-19 წლებში ჩაუტარდა. სამუშაოების დროს დაირღვა შენობის ავთენტურობა, თუმცა მან დროებით გარკვეული ფუნქცია შეიძინა, მაგრამ მალევე კვლავ უფუნქციოდ დარჩა და მოუვლელობის გამო მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივები მის მნიშვნელობაზე ბევრს საუბრობენ. ადგილობრივ მთავრობაში კი მის მომავალზე კომენტარს არ აკეთებენ. ​