უეფა-მ გურამ კაშია დააჯილდოვა. პრიზი იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.
ჯილდო საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტანს 30 აგვისტოს, მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია.