სამი საუკუნის წინ დაბეჭდილი ლიტურგიკული ძეგლი ძველი იერსახით აღადგინეს.
ვახტანგ მეექვსის სტამბის მიერ გამოცემულ წიგნს თანამედროვე მეთოდებით სრული რესტავრაცია ჩაუტარეს. სამუშაოები საკმაოდ რთულად შესასრულებელი იყო, რადგან უნიკალურ და ისტორიულ გამოცემას არაერთი დაზიანება ჰქონდა.
აღდგენილი წიგნი მეორე ფერადი გამოცემაა და ზუსტად აჩვენებს იმდროინდელი სტამბის განვითარების მასშტაბებს. ლიტურგიკული ძეგლი, ყველა შესაბამისი სტანდარტის დაცვით ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში უკვე განთავსდა.