„ერი და პრესა“ - „ცისკარი“ და კულტურის ახალი ჰორიზონტი“ - მეოთხე სერია

ეს არის მოთხრობა ქართულენოვან პრესაზე, რომელმაც მოკლე ისტორიულ მონაკვეთში შეძლო რადიკალურად შეეცვალა ქართველების თვითშეფასება, კულტურული მოთხოვნილებები და წარმოდგენა გარესამყაროზე; როგორ დაიბადა გამომცემლობების, სტამბებისა და რედაქციების გაბოლილ ოთახებში თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, თითქმის დაკარგული ეროვნული ერთობის განცდა და კრიტიკული აზრი.

ეს არის მოთხრობა ქართული პრესის ფუძემდებლებზე, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანებზე, რომლებსაც ბეჭდური სიტყვის ფანატიკური ერთგულება, ერთნაირად მძიმე, დრამატული ცხოვრება, მატერიალური სიდუხჭირე და ტრაგიკული აღსასრული აერთიანებთ.

ამავე დროს, ფილმი მოგვითხრობს იმ ნეგატიურ, დამანგრეველ ზეგავლენაზეც, რომელიც შეუძლია იქონიოს ბეჭდურმა პერიოდიკამ, განსაკუთრებით კი პარტიულმა პრესამ კონკრეტული ადამიანის, მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის ბედ-იღბალზე. ჩვენს ისტორიაში ასეთი მაგალითებიც მრავლად მოიპოვება.

რეჟისორი – ანდრო ჭიაურელი
სცენარის ავტორი – თამაზ ჯოლოგუა, კოტე ჯანდიერის მონაწილეობით
მთხრობელი – ნინო ბურდული

ერი და პრესა

დოკუმენტური ფილმები

ეპოქა