წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574 მლნ 300 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანას მდგრადი ეკონომიკური სისტემა და მყარი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს.