ინვესტიციების მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. საქსტატის კვლევის მიხედვით, წლის მეორე კვარტლის მონაცემებმა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით გადააჭარბა. ინვესტორი ქვეყნების სიაში გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, ასევე საინვესტიციო ინტერესი მაღალია იაპონიიდან და მალტიდან. ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო სექტორებზე, ასევე ვაჭრობის სფეროზე მოდის. მმართველი გუნდი გაუმჯობესებულ მაჩვენებელს სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნის და მომდევნო წლებში ინვესტიციების კიდევ უფრო მატებას ელოდება. 2023 წელს ინვესტიციების კლებიდან გამომდინარე ექსპერტები საქსტატის ბოლო მონაცემებსა და ზრდის ტენდენციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.