„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით გამართული აქცია გვიან ღამით დასრულდა
აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით გვიან ღამით დასრულდა. მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ წევრებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. თავდაპირველად აქცია პარლამენტთან დაიწყო, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან და „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გაგრძელდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.
გუშინდელ აქციას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ამზადებენ. მოგვიანებით აქციას ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი შეუერთდა.