ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობა დათბობის ნაცვლად მწვავდება.
მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერებმა და გამოხმაურებამ ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ელჩის შეფასებებითაა უკმაყოფილო. არჩევნებში გარე ჩარევაზე მიუთითეს პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც ომის და მშვიდობის თემაზე მომზადებული ბანერების შინაარსი მწვავედ გააკრიტიკა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება გარე ჩარევის მასშტაბის ზრდაზე საუბარს ააქტიურებს. პასუხად ოპონენტები მმართველ პარტიას უცხოელ პარტნიორებზე თავდასხმაში სდებენ ბრალს. საკმაოდ მკაცრი იყო ევროკავშირის ელჩის დღევანდელი ტონიც. იმ ფონზე, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება, ელჩის ყველა გზავნილი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. თუმცა ამ მხრივ დღეს საკმაოდ პესიმისტური პროგნოზები გაჟღერდა.