პანდემიის ფონზე შეცვლილი მსოფლიო რეალობა და კულტურული ღონისძიებები უჩვეულო გარემოში. ბრიტანეთის კინოაკადემიის სატელევიზიო დაჯილდოების ცერემონია – „ბაფტა“ უსაფრთხოების ნორმების გამო, ცარიელ დარბაზში ნომინანტებისა და სტუმრების გარეშე ჩატარდა.
ყველაზე მეტ, 14 ნომინაციაზე, სერიალი „ჩერნობილი“ იყო წარდგენილი, რომელმაც საბოლოოდ ცხრა ჯილდო დაიმსახურა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს, მადლობის გადახდა, სცენის ნაცვლად, დისტანციურად მოუწიათ.