უბედური შემთხვევა წყნეთში

გუშინ წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი სკვერში იმყოფებოდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა. ბიჭი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება. განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რომელშიც სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს. რაც შეეხება ტრაგედიის მიზეზებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ ფანჩატურში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მერიაში ამბობენ, რომ მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს, ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.

მერიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მომხდარი არ უკავშირდება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ფანჩატურთან.