წყალტუბოში, ყოფილი სავაჭრო ცენტრ „მერცხალის“ ლიფტში 17 წლის მოზარდი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გოგონა შენობაში მეგობრებთან ერთად იყო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.