მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს ტყიბულში სეისმურ აქტივობას ადგილი არ ქონია.
რამ გამოიწვია შახტის 6 თანამშრომლის დაღუპვა და 3-ის დაშავება – კონკრეტული პასუხი ჯერ არ არსებობს. შრომის ინსპექციის თანამშრომლები დღეს ხელმეორედ დაეშვნენ შახტში და ამ დრომდე ათვალიერებენ ტრაგედიის ადგილს. კომპლექსურმა მოკვლევამ უნდა დაადგინოს ქონდა თუ არა გუშინ ღამის 4 საათზე ადგილი სამთო დარტყმას და იყო თუ არა დაცული ქვანახშირის მოპოვებისას უსაფრთხოების ნორმები შახტის ახალ ველში.
ტრაგედიის დეტალების „მოამბესთან“ ერთ-ერთმა დაშავებულმა მეშახტემ გაიხსენა. ირმა ჭოლაძე გვერთვება ტყიბულიდან პირდაპირ ეთერში.