ქარელში, რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სახლში მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილი მამაკაცები ქარელში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.