ამ დრომდე მძიმეა ორთაჭალაში, მშენებლობაზე დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა.
ხელოსანი, რომელიც მშენებარე კორპუსის დაკიდული ხარაჩოდან გადმოვარდა, ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. ტრაგედია გუშინ ორთაჭალაში, ნარიმანოვის ქუჩაზე მოხდა. მშენებლობიდან სამი ადამიანი გადმოვარდა. მათგან ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება დაადგენს, იყო ეს უბედური შემთხვევა თუ ობიექტზე დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები. რაც შეეხება მშენებელი კომპანიის პოზიციას, „ემ ჯი ალიანსის“ გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ხელოსნებს დამცავი ღვედი შეკრული არ ჰქონდათ. ზაზა იჩქიტიძე ასევე განმარტავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის, კომპანიას სპეციალური სამსახური ჰყავდა დაქირავებული.
კომპანიის მენეჯმენტი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.