ორთაჭალაში, TBC ბანკის ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდეს

18:18, 17.09.2018

ორთაჭალაში, TBC ბანკის ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდეს.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მცირე ხანძარი გაჩნდა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს TBC ბანკი.

მსგავსი