ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია კორპუსის მეხუთე სართულიდან აივნის ჩამონგრევა.
დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალი. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ დაღუპულის უფროსი შვილებიც. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ კორპუსი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ინფორმაციას არ ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლება. ექსპერტიზის დასკვნამდე შენობიდან ყველა ოჯახი გაიყვანეს.