უმძიმესი კადრები და სამაშველო ოპერაცია გუდაურში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვარდნას თან ახლდა ძლიერი აფეთქებაც. ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა – მათ შორის პილოტი მაშველები და მედიკოსები. ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე აკრძალულია საავტომობილო მოძრაობაც.