ბათუმში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. 34 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სამუშაოებს კომპანია „სუპერ გრუპი“ ახორციელებდა. კომპანიის ინფორმაციით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.