ტრაგედია თბილისში. ბარათაშვილის ქუჩის ორ ნომერში მდებარე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნას 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. 70-ე სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ხუთი არასრულწლოვანი, რომლებიც ორ კლინიკაში არიან გადანაწილებულები.
10 წლის წინ მოპირკეთებული შენობა, საიდანაც მინა ჩამოვარდა, სახელმწიფო ელექტროსისტემის საკუთრებაა. ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული.