ხაშურისა და ქარელის რაიონებში უხვმა ნალექმა მოსახლეობა დააზარალა. წყალი სახლებში შევარდა და პირველი სართულები დაიტბორა. მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას სთხოვს, მათი თქმით ამ მოთხოვნით უკვე წლებია გამგეობას მიმართავენ. უამინდობამ პრობლემები რუსთავსა და კახეთშიც შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს სახურავები გადახადა. რუსთავში რამდენიმე უბანს დროებით არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.