საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის კლება და უამინდობაა მოსალოდნელი. დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება კობი-გუდაურის მონაკვეთი, რის გამოც სტეფანწმინდაში თბილისიდან ჩასული მოქალაქეების ნაწილს უკან დასაბრუნებლად ავტომობილების ადგილზე დატოვება და გუდაურამდე საბაგიროთი სარგებლობა მოუხდა. უამინდობის შედეგად შეფერხებულია სატვირთო მანქანების მოძრაობაც. ჩაკეტილ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება.