„ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“ – ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. ორგანიზატორების ინფორმაციით, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას, რომელიც განახორციელებს ტყის მდგრადი მართვის სრულ ციკლს, მათ შორის ტყის მოვლა-აღდგენას, კონსერვაციული ღონისძიებების დანერგვას, კლიმატური ცვლილებების მიმართ ტყის მდგრადობის გაძლიერებას, ტყით სარგებლობასა და საშეშე-სამასალე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფას. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის მიერ და იგი ხორციელდება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მეშვეობით. მისი ბიუჯეტი 7- ნახევარი მილიონი ევროა.